ანალიტიკა

რისთვის სწირავდნენ თავს აფხაზები? იმისათვის, რომ ბიჭვინთა და აფხაზეთი კრემლის აგარაკებად ქცეულიყო?

29.12.23 9:40


მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ბიჭვინთის კურორტის დიდი ნაწილი ახლა არც აფხაზეთს ეკუთვნის და არც აფხაზ ხალხს. 2023 წლის 27 დეკემბერს დილით სოხუმის მარიონეტულმა სეპარატისტულმა „პარლამენტმა“ დაამტკიცა ბიჭვინთის კრემლისათვის საბოლოოდ გადაცემა. 28-დან 25-მა ე.წ. „დეპუტატმა“ კენჭისყრისას ამას დათანხმდა. ეს ის დეპუტატებია, რომლებიც სიტყვით „აფხაზეთის პატრიოტები“ არიან და „მზად არიან თავი გასწირონ აფხაზური მიწისთვის“..

 

სოხუმში „პარლამენტის“ წინ აფხაზი საზოგადოების საპროტესტო აქციები  დილითა და ღამით იმართებოდა. ვინმეს დღეს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის აზრი აინტერესებს?

 

გავიხსნოთ, კრემლმა გასულ წელს, ყალბი „რეფერენდუმის“ მეშვეობით, რუსეთის ფედერაციას „მიუერთა“ უკრაინული ზაპოროჟიე, რომელსაც არც კი აკონტროლებს (მაგრამ მხოლოდ დაკავების იმედი აქვს). სამაგიეროდ კრემლი უკვე დიდი ხანია აკონტროლებს აფხაზეთს და ყველაფერს ისე განკარგავს „როგორც სახლში“.

 

დროა რიგითმა აფხაზებმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვან - რისთვის ეწირებოდნენ ისინი, მათი ოჯახი და მეგობრები კრემლისა და ჰაი ლობის წაქეზებით გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში 1992-1993 წლებში? თურმე აფხაზები იმისთვის სწირავდნენ თავს, რომ მიწა დაეკარგათ, რათა კრემლისთვის გადაეცათ იგი...

 

ცხადია, რომ ოკუპანტების მიერ აფხაზეთის „მითვისება“ მხოლოდ ბიჭვინთით არ დასრულდება. გარდა ამისა, აფხაზეთის სხვა ტერიტორიები რუსი ოფიციალური პირების აგარაკებად გადაიქცევა. დარჩენილს კი აფხაზეთში უკვე უმრავლესობად ქცეული ჰაის „მრავალტანჯული“ დევნილები მიითვისებენ.

 

და რატომ დაიღუპნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყაბარდოელ-ჩერქეზ-ადიღეელი მოხალისეები? ესენი არიან იმ ხალხის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგაც, ისევე როგორც აფხაზების წინააღმდეგ, რუსეთის იმპერიამ XIX საუკუნეში გენოციდი განახორციელა. აფხაზ ძმებს მიწების შენარჩუნებაში რომ დახმარებოდნენ? როგორც გაირკვა, სწორედ იმისთვის, რომ სწორედ იმ იმპერიის (თუნდაც დაკნინებულის და გადაგვარებულის) მმართველებს აფხაზეთის მიწები ხელში ჩაეგდოთ.

 

სად არიან ახლა ჩრდილოკავკასიელი „მოხალისეები“, რომლებიც აფხაზეთში 1992 წელს სეპარატისტული ომის დაწყებისთანავე გამოჩნდნენ, სად არის ნაქები და „მრისხანე“ ე.წ. „კავკასიის მთის ხალხთა კონფედერაცია“? სად არიან ჩერქეზები, ადიღეელები და ყაბარდოელები? რატომ არ ეხმარებიან ისინი ახლა აფხაზ ძმებს დაიცვან თავიანთი მიწა სამუდამოდ დაკარგვის რეალური საფრთხისგან? რატომ არაფერი ისმის მათგან?

 

სამწუხაროდ, ახლა ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს აფხაზეთისთვის არ სცხელათ. „მოხალისეები“ და ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი „არამოხალისეები“ ყაბარდოდან, ჩერქეზეთიდან და ადიღეიდან, მობილიზებულნი არინ რუსულ ჯარში „საზარბაზნე ხორცის“ სახით და უკრაინის ფრონტზე იხოცებიან. სწორედ იმ იმპერიის ინტერესებისთვის, რომელმაც გაანადგურა მათი პაპები და დიდი პაპები.

 

კრემლის მეპატრონეებს არ სჭირდებათ არც აფხაზები და არც ჩრდილო კავკასიელები დამონებულ აფხაზეთში თავიანთ "აგარაკებზე". თუნდაც როგორც "მოსამსახურეები". ხოლო „მითვისებული მიწის“ ეკონომიკური კეთილმოწყობა ჰაი ჩამოსახლებულებს დაევალებათ.

 

აფხაზებს უნდა ესმოდეთ, რომ მხოლოდ მოძმე ქართველ ხალხთან შერიგება მისცემს მათ ეთნიკურად გადარჩენის და საკუთარი მიწის შენარჩუნების საშუალებას.

 

 

ალექსანდრე ჩხეიძე

წაკითხულია : 3592


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები