ეკონომიკა

საქსტატი - ნოემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

05.01.24 11:57


2023 წლის ნოემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტით გაიზარდა.

 

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.66 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 13.3 პროცენტით. როგორც უწყებაში განმარტავენ, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 29.5 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.6 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.65 და 4.35 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

 

1tv.ge

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები