ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა - რამდენი მილიარდი დოლარი აქვს სებ-ს

08.01.24 12:54


2023 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 5,003 მლრდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101.5 მლნ დოლარით მეტია. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს რეზერვების მოცულობა 4,901 მლრდ დოლარს შეადგენდა.

 

რაც შეეხება ერთთვიან სტატისტიკას, აქ შემცირება ფიქსირდება. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში ქვეყნის საერთაშიროს რეზერვები 5,121 მლრდ დოლარი იყო, შესაბამისად, კლება ერთ თვეში 118,7 მლნ დოლარს შეადგენს.


ამასთან, შემცირდა უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობაც, კერძოდ, 2023 წლის დეკემბერში 4,548 მლრდ დოლარს შეადგენდა, ნოემბერში 4,658 მლრდ დოლარს, 2022 წლის დეკემბრისთვის კი უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობა 4,426 მლრდ დოლარი იყო.

 

ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.

 

ipn.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები