ეკონომიკა

„საქართველოთი 2024 წელს მეტი ინვესტორი დაინტერესდება, რასაც ევროპული საწარმოების გახსნა მოჰყვება“ - მიხეილ ჭელიძე

09.01.24 17:00


ჩვენ ევროკავშირთან ახლა უფრო დაკავშირებულები ვართ, ვიდრე ადრე - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ და „რადიო პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, მიხეილ ჭელიძემ განაცხადა და იმ პერსპექტივებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მიენიჭა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა ქვეყნის მიმართ ნდობა. შესაბამისად, 2024 წლისთვის, მეტ ბიზნესურთიერთობებსა და ფორუმებს ელის, კაპიტალის შემოდინებასთან და უცხოურ ინვესტიციებთან ერთად.

 

„ჩვენ ევროკავშირთან ახლა უფრო დაკავშირებულები ვართ, ვიდრე ადრე, აქედან გამომდინარე, ველით უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციებსა და კაპიტალის შემოდინებას, ახალ ბიზნეს ურთიერთობებსა და ფორუმებს. იმის ინტერესი, რომ საქართველოში მეტი ევროპული საწარმო გაიხსნას, რა თქმა უნდა, გაიზარდა, რადგან სანდოობის მატებასთან ერთად, ჩვენთან საგადასახადო წნეხი ბევრად დაბალია. სწორედ ამიტომ, გვაქვს იმის შანსი, რომ უცხოური ინვესტიციები მოვიზიდოთ და განვავითაროთ წარმოება, რომელიც იქნება ორიენტირებული ჩინეთისა და ევროპის ბაზრებზე“, - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, 2024 წელს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, ეკონომიკის ძლიერებისთვის, ექსპორტის განვითარება და ადგილობრივი წარმოების წინა პლანზე წამოწევა უნდა იყოს, რათა საქართველომ სრულად მოახერხოს ჩინეთთან და ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენება.

 

„ექსპორტის წინსვლას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს და 2024 წელი სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან სრულად უნდა მოვახერხოთ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენება“, - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ გადაცემაში.

 

 

bpn.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები