ეკონომიკა

საქართველოში მინერალური წყლების იმპორტი თითქმის 8-ჯერ შემცირდა

12.01.24 17:40


2023 წლის 11 თვეში საქართველოში მინერალური და მტკნარი წყლები იმპორტი თითქმის 8-ჯერ შემცირდა. იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 136.3 ათასი დოლარის წყალი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 074.7 ათასი დოლარი იყო.


11 თვეში საქართველოში სულ 276 ტონამდე წყალი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში თითქმის 2000 ტონა იყო შემოსული.

 

2023 წელს ყველაზე მცირე რაოდენობის წყლის იმპორტი საქართველომ სექტემბერში განახორციელა, როდესაც 1.2 ათასი დოლარის მინერალური და მტკნარი წყალი შეიძინა, ყველაზე მეტის კი ნოემბერში (30.4 ათასი დოლარი).

 

ქვეყნების მიხედვით, აღსანიშნავია, რომ მცირე მოცულობებით იმპორტი იტალიიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სომხეთიდან განხორციელდა.

 

 

commersant.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები