მსოფლიო

აზერბაიჯანი PACE-სთან თანამშრომლობას აჩერებს

25.01.24 14:10


აზერბაიჯანის დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] სხდომა დატოვა და სტრუქტურა ორმაგ სტანდარტებში  და აზერბაიჯანში მიმდინარე საარჩევნო პროცესში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

 

საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიპატიმართა რიცხვის ზრდის, ასევე თებერვალში საპრეზიდენტო არჩევნებზე PACE-ს დელეგაციის მიწვევაზე უარის გამო.

 

აზერბაიჯანის დელეგაციის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ “აზერბაიჯანოფობიისა და ისლამოფობიის” ფონზე, აზერბაიჯანის დელეგაცია ამ ეტაპზე “გადაწყვეტილებას იღებას იღებს შეაჩეროს თანამშრომლობა და დასწრება PACE-ში”.

 

PACE-ს 24 იანვრის რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ევროსაბჭოს წევრობისას, აზერბაიჯანი იღებდა ვალდებულებას დაეცვა ორგანიზაციის წევრ ქვეყანაზე დაკისრებული ვალდებულებები თუმცა, არ შეასრულა ისინი. საუბარია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, პოლიტპატიმრებზე, საკანონმდებლო ხელისუფლების სისუსტეზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საკითხებზე. ამასთან, საუბარი შეეხებოდა ლაჩინის დერეფანში ადამიანის უფლებების დარღვევასა და 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის “სამხედრო ოპერაციაზე” მთიან ყარაბაღში.

 

netgazeti.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები