მსოფლიო

ანტონიო გუტერეში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება

30.01.24 10:50


გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მთავარ დონორ ქვეყნებს ხვდება.

 

შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც რამდენიმე დღის წინ ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის: შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და იაპონიამ, განაცხადა, რომ სააგენტოს დაფინანსებას უწყვეტს.

 

„გენერალური მდივანი შეძრწუნებულია პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებებით, მაგრამ მისი გზავნილი დონორებისთვის - განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაფინანსება შეაჩერა, არის ის, რომ უზრუნველყონ სააგენტოს ოპერაციების უწყვეტობა, რადგან ჩვენ გვყავს ათიათასობით თავდადებული პერსონალი, რომლებიც მთელს რეგიონში მუშაობენ", - განაცხადა გუტერეშის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა.

 

შეგახსენებთ, ისრაელმა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს 12 თანამშრომელი 7 ოქტომბრის თავდასხმებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. გაერო-მ აღნიშნული თანამშრომლები პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან გაათავისუფლა.

 

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები