მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო ფარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ რუსეთისთვის სისტემატური ზარალის მიყენება

08.02.24 10:22


ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ უკრაინის საჰაერო ფარისა და შესაძლებლობების გაძლიერება, არამედ რუსეთისთვის სისტემატური ზარალის მიყენება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

 

„ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთს ყველა რაკეტაზე, ყოველ „შაჰედზე“. ჩვენი ამოცანა წელს არის არა მხოლოდ ის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი და უკრაინის შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები, არამედ რუსეთისთვის მაქსიმალური სისტემური დანაკარგების მიყენება. კერძოდ, ეს ეხება რუსეთის გაყინულ აქტივებს – როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებს. სამართლიანია პასუხის გაცემა ტერორისტებისთვის, სამართლიანია ტერორისტების განადგურება და სამართლიანია, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ გადაიხადოს იმის საფასური, რასაც აკეთებს. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთის აქტივებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რაც შეიძლება, მალე იყოს მიღებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კიევში შეხვდა და მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის.

 

1tv.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები