პოლიტიკა
26.03.24 10:15
წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის მოხვდა (46 -ე ადგილზე), პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია, დიდი შვიდეულის 3 ქვეყანას უსწრებს და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიცია 101 ადგილით აქვს გაუმჯობესებული.
დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) წამებისგან თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიოს 179 ქვეყანას და ტერიტორიას მოიცავს, კონცენტრირებულია სახელმწიფო მოხელეების ან სახელმწიფოს სხვა აგენტების (მაგ., პოლიციის, უსაფრთხოების ძალების, ციხის მცველებისა და გასამხედროებული ჯგუფების) მიერ გამოყენებული წამების შეფასებაზე.
თავის მხრივ წამება გულისხმობს უკიდურესი ტკივილის მიზანმიმართულ მიყენებას, იქნება ეს გონებრივი თუ ფიზიკური, ინფორმაციის მოპოვების ან პატიმრობის მსხვერპლთა დაშინების მიზნით.
2023 წლის რეიტინგში საქართველო წამებისგან თავისუფლებით მსოფლიოში 50 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 46-ე ადგილზე გავიდა, ამასთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საუკეთესო სამეულშია ესტონეთისა და ლიეტუვის შემდეგ მესამე პოზიციაზე. საქართველო რეიტინგში უსწრებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, იტალიას, ავსტრალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ლატვიას და ა.შ. წამებისაგან თავისუფლებით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერია და მათ რამდენიმე ათეული ადგილით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში მკვეთრი დაწინაურება 2012 წლის შემდეგ დაიწყო. ამ პერიოდიდან შეფასების სკალის პუნქტობრივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ამასთან, რეიტინგი 11 წელიწადში 101 ადგილით გააუმჯობესა და 2023 წელს მოდელური შეფასების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 2013 წლამდე საქართველოს მოდელური შეფასება უარყოფითი ნიშნის, ანუ 0-ზე დაბალი იყო. 2012 წელს საქართველო მსოფლიოში წამებისაგან თავისუფლებით 147-ე ადგილზე გავიდა და ამ მხრივ 33 ყველაზე საშიშ ქვეყანას შორის დასახელდა.
2012 წელს საქართველო რეიტინგში ჩამორჩებოდა რუსეთს, ბელორუსს, ავღანეთს, ლიბიას, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას, სამხრეთ სუდანს და ა.შ.
ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე.
მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.
პროექტს უძღვება 5 მთავარი გამომძიებელი, 19 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 134-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-მდე ექსპერტი მსოფლიოს მასშტაბით.
ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.
imedinews.ge
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24