პოლიტიკა

ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა

26.03.24 17:00


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს კახეთის რეგიონიდან შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა მეწარმეობასა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ამ მიმართულებით არსებულ წარმატებებს, გამოწვევებს და ახალ შესაძლებლობებს.

 

„ძალიან საინტერესო შეფასებები და მოსაზრებები მოვისმინე მეწარმე ქალების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. დავსახეთ გარკვეული გეგმები არსებული საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ქალის ჩართვას მეწარმეობაში და სოფლის მეურნეობაში, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააძლიერებს მათ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები