პოლიტიკა

TASS - მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეფარდა

26.03.24 17:26


მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

 

TASS-ის ცნობით, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების მიერ ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს, ტერორიზმის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

 

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული სატვირთო მანქანა აფეთქდა. მაშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ ორგანიზებაში, სავარაუდოდ, საქართველოს ორი მოქალაქე, სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად ლევანი მონაწილეობდნენ.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები