პოლიტიკა

არჩილ არველაძე: როგორც იქნა, ჩვენი სანუკვარი ოცნებაც ასრულდა! ასეთ ფინალს და ასეთ მოგებას კიდევ სხვა გემო აქვს

27.03.24 10:56


როგორც იქნა საბჭოთა კავშირს გამოვცდით და ჩვენი სანუკვარი ოცნებაც ასრულდა, - ამის შესახებ არჩილ არველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მან ქართველ ფეხბურთელებსა და საზოგადოებას საქართველოს ნაკრების გამარჯვება მიულოცა.

 

„ეს დრამაც ალბათ აქეთკენ მიდიოდა, რომ ასე გაგვეხარა, ასეთ ფინალს და ასეთ მოგებას კიდევ სხვა გემო აქვს. მთელ საქართველოს ვულოცავ, ბიჭებს ვულოცავ!“, - აღნიშნა არველაძემ.


საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები