პოლიტიკა

შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

28.03.24 11:20


კორეის რესპუბლიკასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: მარიამ ლაშხი, გრეტა წიწავა, ირაკლი მეზურნიშვილი და ფრიდონ ინჯია საქართველოში ვიზიტად მყოფ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩუნგ ბიონ-ვონის და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ორი ქვეყნის დაახლოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის სამთავრობო დონეზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები წარმოებს თბილისსა და სეულს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის თაობაზე.

 

შოთა ხაბარელმა დიპლომატთან საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო მიმოსვლის საკითხზე ისაუბრა, რაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაინტერესება გამოთქვა და განაცხადა, რომ სეულში დაბრუნების შემდეგ ამ ინიციატივას სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს.


შეხვედრაზე საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

imedinews

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები