პოლიტიკა

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრეს

28.03.24 15:18


სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახის წევრებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსამძიმრეს.

 

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

 

ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სხვა იდენტიფიცირებულ პირებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები