პოლიტიკა
28.03.24 17:00
კომუნიკაციების კომისიამ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპლექსურ კვლევაზე დაყრდნობით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. წარმოების ფარგლებში, დადგინდება არის თუ არა ქართული მობილური კომუნიკაციების ბაზარზე დაბალკონკურენტული გარემო და აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საბითუმო ბაზრები წინასწარ რეგულირებას დაექვემდებარება.
ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე გამოვლინდება მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორი, რომელსაც სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრება. ComCom-ის მიზანია ევროპულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, გააჯანსაღოს და გახსნას ტელეკომ ბაზარი და მომხმარებლებისთვის უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანისა თუ ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნული პროცესის გავლა ხელს შეუწყობს ასოცირების შეთანხმებით ნაკსირი ვალდებულებების შესრულებას.
2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility“) ფარგლებში, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც ფიქსირებული ფართოზოლოვანი და მობილური მომსახურებების ბაზრების კვლევას მოიაზრებს. კვლევის ფარგლებში, ჩატარდა ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი და გამოვლინდა პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული შესაბამისი საბითუმო ბაზრები. აღნიშნულ ბაზრებზე კი, შეფასდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების არსებობა და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. კვლევის პროცესში, ყველა ეტაპზე, უზრუნველყოფილი იყო საქართველოში არსებული ტელეკომ ოპერატორების ჩართულობა. მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოებაც სწორედ დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართულობასა და მათი კონსტრუქციული უკუკავშირის მიღებას ემსახურება.
წარმოების ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია, მობილური მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, კონკურენციის კვლევის შესახებ გადაწყვეტილების პროექტს გამოაქვეყნებს, სადაც დეტალურად იქნება განხილული როგორც კვლევა, ასევე სპეციფიკური ვალდებულებებისა და მათი მნიშვნელობის საკითხი. პროექტის გამოქვეყნების შემდეგ კი, კომუნიკაციების კომისია გამართავს საჯარო კონსულტაციებს, რომლის ფარგლებშიც, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, დაინტერესებული მხარეები შეძლებენ თავიანთი მოსაზრებებისა და კომენტარების წარმოდგენას.
შეგახსენებთ, რომ კომპლექსური კვლევის პროექტი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ქართული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება.
imedi
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24