საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძემ ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა

04.04.24 11:26


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათი ცნობით, უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა.

 

ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ბენეფიციარებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი.

 

მიხეილ სარჯველაძეს, ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა ამორი რევიშვილმა უმასპინძლეს.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები