ეკონომიკა

საქართველო ინვესტირების კუთხით მაღალი რისკის შემცველი ქვეყანაა- Bloomberg-ის რეიტინგი

25.01.17 19:10


ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით რისკების არსებობის რეიტინგში საქართველო მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებს შორის მოხვდა. რეიტინგში რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა ქვეყნები რისკის ქულები ითვლება 0-დან 100-მდე, უმაღლესი ქულა კი ქვეყნის დაბალ რისკიანობას მიუთითებს.

რეიტინგში საქართველო 11.6 ქულა აქვს და ისეთ ქვეყნებს შორისაა, როგორიცაა იორდანია, დომინიკის რესპუბლიკა, პაკისტანი, შრილანკა, ეგვიპტე და მონღოლეთი.

რეიტინგს ნორვეგია ლიდერობს 96.5 ქულით, მეორეზე შვეიცარიაა 95.8 ქულით, მესამეზე კი შვედეთი 94.0 ქულით.

ბლუმბერგის რეიტინგის მიხედვით, საქართველო ინვესტირებისთვის უფრო რისკის შემცველი ქვეყნაა ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები. ამ რეიტინგში რუსეთს 60.6 ქულა აქვს, თურქეთს 39.4, უკრაინას 21.5, რეიტინგში მონაცემები არაა სომხეთსა და აზერბაიჯანზე.

ქვეყნის რისკის ქულა გამოითვლება 29 ინდიკატორისგან, რომლებიც წარმოადგენენ იმ ფინანსურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რისკებს, რომლებსაც ინვესტორები აწყდებიან.

ვებგვერდზე ბლუმბერგს მხოლოდ 4 ასეთი ფაქტორი აქვს მითითებული სარეზერვო მარაგები (მისი პროცენტი მშპ-სთან მიმართებაში), უმუშევრობის დონე ქვეყანაში, ინფლაციის მაჩვენებელი და ვალუტის ვოლატილობა (არამდგრადობა).



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები