ეკონომიკა

დუბაისა და ბათუმს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

10.02.17 17:25


რეგულარულ რეისებს მარშრუტით დუბაი-ბათუმი-დუბაი Flydubai განახორციელებს — დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოში 2017 წლის 22 ივნისიდან ახალი მიმართულების დამატებას გეგმავს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სააგენტოში წარდგენილი განაცხადის თანახმად, ავიარეისები ბოინგ 737-800-ით განხორციელდება კვირაში სამჯერ — სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით.

Flydubai ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა და სტაბილურად ოპერირებს საჰაერო ხაზზე დუბაი-თბილისი-დუბაი. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიის წილმა ქართულ ავიაბაზარზე მგზავრების გადაყვანის მხრივ 6% შეადგინა.

ქართულ ავიაბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები