ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6288 ლარი გახდა

13.02.17 22:00


1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6288 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6288 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2.6223 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7957 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.7907 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.005 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 73


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები