ეკონომიკა
14.02.17 19:05
ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანია Gulf Air-ი რეგულარული რეისების განხორციელებას ბაჰრეინსა და თბილისს შორის 2017 წლის 22 ივნისიდან დაიწყებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Gulf Air-ს შესაბამისი ნებართვა უკვე მისცა.
ავიარეისები კვირაში სამჯერ (ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას) თვითმფრინავით Airbus A320 განხორციელდება. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს.
ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია. ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air ქართული ავიაბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ბაჰრეინის მთავრობებმა გასული წლის 21 იანვარს მოაწერეს ხელი. Gulf Air — ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიაა. ის 1950 წელს დაარსდა და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ნუსხაში შედის. Gulf Air ფრენებს ახორციელებს სამი კონტინენტის 24 ქვეყნის 43 ქალაქში. ავიაპარკო დაკომპლექტებულია ისეთი თვითმფრინავებით, როგორიცაა Airbus А319,Airbus A320, Airbus А321, Airbus А330-200 (330), Airbus А330-200 (332), Airbus А330-200 (333), Airbus А340 და Embraer E-170.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 64
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.05.24
-
რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანია
17:3913.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება
17:0013.05.24
-
16:2313.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყნის მომავალი ევროპულია და აუცილებლად შევალთ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია
15:4513.05.24
-
4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში
15:2013.05.24
-
მიხაელ როთი - ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს
14:4513.05.24
-
14:2013.05.24
-
13:5813.05.24
-
საპატრიარქო - პატრიარქის მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის
13:1913.05.24
-
12:5513.05.24
-
12:2413.05.24
-
11:5313.05.24
-
ირაკლი ქადაგიშვილი - კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება
11:1713.05.24
-
10:5013.05.24
-
10:2413.05.24
-
ქობაირის ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ეჩმიაძინის 'ტყვეობაშია'...
9:4213.05.24
-
9:4811.05.24
-
18:0010.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში
17:4110.05.24
-
17:0010.05.24
-
„სიენენი“ ისრაელის ციხეში პალესტინელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ მასალას აქვეყნებს
16:3610.05.24
-
16:0010.05.24
-
12-13 მაისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
15:3310.05.24
-
15:0010.05.24
-
14:3510.05.24
-
14:0010.05.24
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24