ეკონომიკა
13.03.17 16:10
ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია, - ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
„შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის. ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით. ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ. ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა. თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია“, - განაცხადა ქარჩავამ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაკითხული ყველა ის პირი, ვინც გერმანიაში ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს იურიტის თქმით, მას ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ აქვს, „მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ“.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სოსო ოხანაშვილს, ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ დაცვის უფროსი ჰყავს მხედველობაში.
„ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ“, - განაცხადა ქარჩავამ.
კითხვაზე, დაიკითხა თუ არა მეუფე დიმიტრი, ედიშერ ქარჩავას თქმით, ის არ დაკითხულა.
„ძირითადად, მამა გიორგი მამალაძის თანამშრომლები, 6-7 პირი“, - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ოხანაშვილს თეთრუაშვილთან, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.
„ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ“, - განაცხადა ქარჩავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24