ეკონომიკა

ზაფხულში პეტერბურგიდან ბათუმში ფრენებს "ნორდავია" გეგმავს

15.03.17 20:55


ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანია "ნორდავია" შემოდის, რომელიც ივნისიდან სანქტ-პეტერბურგი-ბათუმი-სანქტ-პეტერბურგის რეისების განხორციელებას გეგმავს.

შესაბამისი განაცხადი "ნორდავიამ" უკვე შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს". ფრენები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდება ზაფხულის საკურორტო სეზონის განმავლობაში – 3 ივნისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს: რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, "აეროფლოტი" და "ურალის ავიახაზები", ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena–Georgian Airways-ი. სულ ქართულ ავიაბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით ფრენენ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს დაახლოებით 1,4 მილიონი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 12%-ით მეტია. 2016 წელს საქართველოს სულ 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი სტუმარი ეწვია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები