ანალიტიკა

სომხეთმა გაეროში საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

06.06.16 14:10


დევნილების დაბრუნების შესახებ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაში დღეს, 5 ივნისს სომხეთი ერთ-ერთი ქვეყანა იყო, იმ 13 ქვეყნიდან, რომელმაც მხარი არც ამჯერად დაუჭირა.

“წინა წლებში სომხეთის ამ ნაბიჯს საქართველოში ძალზედ ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, როგორც მედია საშუალებების, ასევე ზოგიერთი საზოგადო მოღვაწის მხრიდან და ამ ფაქტორმა საზოგადოებაში ანტისომხური განწყობების გაღვივებას შეუწყო ხელი.
სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ანტიქართულ ნაბიჯად იქნა შერაცხული, რაც რეალობის არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.”- აცხადებს საქართველოში სომეხთა სათვისტომოს სახელით, ლევონ ისახანიანი.

მისი განმარტებით, სინამდვილეში, სომხეთის რესპუბლიკა არასდროს არ ყოფილა დევნილების დაბრუნების წინააღმდეგი: “ამის გააზრება ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის რეგიონალური პოლიტიკის სწორი წარმართვისათვის. სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია ეფუძნება ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მე-8 პუნქტის მიუღებლობას, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას სთხოვს არა დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერას, არამედ სუამ-ის სივრცეში არსებული კონფლიქტების, მათ შორის არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის, მიკერძოებული ინტერპრეტაციის შესახებ რეზოლუციის მიღებას.

სომხეთის რესპუბლიკისთვის მიუღებელია არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის შესახებ აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერა, ხოლო ზემოხსენებული ე.წ. „დევნილების დაბრუნების შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, სომხეთი ირიბად მხარს დაუჭერს არცახის (მთიანი-ყარაბაღის) კონფლიქტის აზერბაიჯანისეულ ინტერპრეტაციას.” სომხეთის გარდა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ასევე, ბელორუსმა, ვიეტნამმა, კუბამ, ლაოსმა, ნაურუმ, მაინმარიმ, ნიკარაგუამ, რუსეთმა, სირიამ, სუდანმა, შრი-ლანკა, და ჩრდილოეთ კორეამ.

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები