ეკონომიკა

საქართველოსა და იორდანიას დაბალტარიფიანი ავიარეისები დააკავშირებს

28.04.17 17:05


დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan რეგულარული ავიარეისების ამანი-თბილისი-ამანი განხორციელებას 28 აპრილიდან დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხვალ 16:40 საათზე დაეშვება და უკან ხვალვე, 17:30 საათზე გაფრინდება. ავიარეისები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

Air Arabia Jordan-ი აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე — 2017 წლის 26 ოქტომბრამდე გეგმავს.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს შორის გამართული კონსულტაციების წარმატებით დასრულების შედეგია. სააგენტოსა და "Air Arabia Jordan"-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა. ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადის ზრდას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები