ეკონომიკა

ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

28.04.17 18:15


ყატარის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “Alfardan Group”-ი საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ომარ ჰუსეინ ალფარდანმა საქართვლოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, “Alfardan Group”-ის ძირითადი ინტერესის სფეროს საქართველოში ტურიზმი და ინდუსტრიული ზონა წარმოადგენს.

შეხვედრისას ისაუბრეს ცალკეულ საინვესტიციო პროექტებზე, რომლებიც, შესაძლოა, “Alfardan Group”-მა განახორციელოს.

კომპანიის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა და კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები