ეკონომიკა

საქართველომ და მოლდოვამ ტურიზმის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი

29.04.17 19:55


ეკონომიკური თანამშრომლობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომაზე, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ შეთანხმება კიევში, მარტში გამართულ სუამის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპის შეხვედრისას მოხდა.

მისი სიტყვებით, პირველ სხდომაზე სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების დარგებში თანამშრომლობის საკითხების განხილვა მოხდა.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ,,მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება.

მოლდოვას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია,-‘’განაცხადა ვასილე ბიტკამ.

თბილისში ამ კვირაში ქართულ-მოლდოვური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის 50-მა კომპანიამ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტექსტილისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოსა და მოლდოვას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წელს 12,8 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოდან ექსპორტმა 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მოლდოვადან იმპორტმა — 10 მლნ აშშ დოლარზე მეტი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები