ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა

03.05.17 15:00


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7%-მდე გაზარდოს, ნათქვამია რეგულატორის პრეს-რელიზში.

თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთან, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის გაზრდა.

სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაიზარდა საგარეო მოთხოვნა, რამაც ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად გაზარდა. უფრო მეტი, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი 2017 წლის 4 მაისიდან ამოქმედდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს ჩატარდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები