ეკონომიკა

ექსპერტი: საქართველოში საწვავის ფასებს ბაზარი კი არა კომპანიების მადა განსაზღვრავს

04.05.17 14:50


მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირება საქართველოში საწვავის ღირებულებაზე არ აისახება, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს.

"მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ამ ეტაპზე შემცირებულია და კლების ტენდენციაც კი ნარჩუნდება, მაგრამ საქართველოში ბენზინის ფასებს ბაზარზე კონკურენცია კი არ განსაზღვრავს არამედ მსხვილი ნავთობკომპანიების მოთხოვნები"- განუცხადა პაატა ბაირახტარმა "Sputnik-საქართველოს" მისი თქმით, როდესაც ნავთობის ფასმა მსოფლიოში ლამის მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო 1 დოლარის ღირებულებამ —თითქმის 2,8 ლარს, ქართულ ბაზარზე საწვავის ფასები საგრძნობლად არც მაშინ შეცვლილა და მხოლოდ რამდენიმე თეთრით განსხვავდებოდა დღეს არსებულისგან.

"თუ ჩვენ დღეს ბაზარზე არსებულ სიტუაციას გადავხედავთ, ძალიან ნათლად დავინახავთ იმ სხვაობას, რომელიც მცირე და დიდ ბრენდულ კომპანიების ფასებს შორის არსებობს და რომელიც 23-25 თეთრს შორის მერყეობს. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რომ მათ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება სხვადასხვა თანხა უჯდებათ, მსგავსი ტიპის სხვაობა შეთანხმებებისა და არაჯანსაღი კონკურენციის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა"- ვარაუდობს პაატა ბაირახტარი.

მისი თქმით, არიან ბაზარზე ისეთი შედარებით ახალი, მაგრამ კარგად ფეხმოკიდებული კომპანიებიც, რომლებიც შემოტანილი საწვავის წარმომავლობას და ტრანსპორტირების ხარჯებს არ ასაჯაროვებენ. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი საწვავის ღირებულება არ ჩამოუვარდება დიდი კომპანიების ფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მცირე და არაბრენდირებული ნავთობკომპანიებისკომპანიების მიერ დაწესებული ფასი ასევე არის კარგი საშუალება იმის დასადგენად თუ რა უნდა ღირდეს ქარულ ბაზარზე საშუალოდ 1 ლიტრი საწვავი.

მაგალითისთვის დღეს 1 ლ პრემიუმის ფასი ბრენდული კომპანიების ბენზინგასამართ სადგურბზე 2.05 —2.28 ლარია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2017 წლის 1 მაისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51,66 (- 0,07) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) — Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 48,84 (- 0.49) დოლარი/ბარელზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები