ეკონომიკა

საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენებმა მოიმატა

04.05.17 16:40


სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

კომპანია "საქაერონავიგაცია" ოთხი თვის განმავლობაში 41 ათას 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, აღნიშნულია კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტული ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ 7%-ით მეტია. "ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს "საქაერონავიგაციის" მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უმაღლესი სტანდარტის სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ", – განაცხადა შპს "საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა. 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულებულმა ფრენებმა თითქმის 13 მილიონი კილომეტრი შეადგინა, რაც 574 ათას 953 კილომეტრით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით. ამჟამად "საქაერონავიგაცია" საჰაერო ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. სულ ქართულ ბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 46 მიმართულებით მსოფლიოს წ0 ქვეყანაში ახორციელებენ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ავიაბაზრის პოპულარობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის ზრდას პირდაპირ უკავშირდება. საქართველოს 2017 წლის იანვარ-აპრილში დაახლოებით 1,8 მლნ უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის მონაცემზე 11,1%-ით მეტია. ვიზიტორების საერთო რაოდენობიდან ტურისტი იყო 736,3 ათასი ადამიანი, რაც 2016 წლის მონაცემებზე 26,9%-ით მეტია. საქართველოს 2016 წელს სულ 6,3 მილიონი უცხოელი ეწვია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები