ეკონომიკა

ტურისტებს მთიანი აჭარა აინტერესებთ

04.05.17 16:50


უცხოელები აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებს უფრო ხშირად მიმართავენ, ამაზე აჭარის მთავრობის 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემები მეტყველებს.

2017 წლის იანვარ-მარტის პერიოდში აჭარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5,9 ათასზე მეტმა უცხოელმა ისარგებლა, რაც გასული წლის მონაცემებზე 18%-ით მეტია. უმეტესად ესენი იყვნენ სტუმრები რუსეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან. მათ ძირითადად აინტერესებდათ ტურები მთიან აჭარაში და ტრადიციული სამზარეულო. ასევე ბევრი იყო ადგილობრივი ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ობიექტების მონახულების მსურველი. აჭარაში სულ ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრია, სადაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ტურისტული პროდუქტების, გასართობი ობიექტების, ტურებისა და ღონისძიებების შესახებ. იქვე შესაძლებელია ადგილობრივი პროდუქციისა და სუვენირების ყიდვა.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრები განთავსებულია როგორც ბათუმში, ისე ყველა რაიონულ ცენტრში. ტურისტული სეზონი როდესაც არ არის, მაშინ მხოლოდ ექვსი ცენტრი მუშაობს.

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი დამსვენებლების რიცხვი. ზაფხულის სეზონზე ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის. საქართველოს 2016 წელს 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია, აქედან აჭარას 1,4 მლნ სტუმრობდა — ძირითადად თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან. მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები