ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანია სოჭის მიმართულებით იფრენს

05.05.17 16:40


ქართული ავიაკომპანია "აირზენა" სოჭის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელებას 2 ივნისიდან დაიწყებს, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ფრენები განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სეზონის განმავლობაში, კვირაში ორჯერ — ოთხშაბათობითა და პარასკეობით. "აღსანიშნავია, რომ თბილისი-სოჭი-თბილისი წარმოადგენს ახალ მიმართულებას "Georgian Airways"-ისთვის", — აღნიშნავენ ავიაკომპანიაში. რეისებს განახორციელებს Boeing B737 და CL600-ის ტიპის თვითმფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული რეისების განხორციელებისთვის ნებართვა უკვე გასცა.

სოჭი-თბილისის რეგულარულ ავიარეისებს 1 მაისიდან ახორციელებს ასევე რუსული კომპანია Уральские авиалинии — კვირაში ორჯერ — ორშაბათობითა და პარასკეობით.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის და გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს ავსტრიის მიმართულებით ახორციელებდა. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა. 2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — "საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა, დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები