ეკონომიკა

იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართული ღვინით მოიხიბლა

05.05.17 20:25


იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს, განაცხადა იაპონელმა ღვინის მაგისტრმა კენიჩი ოჰაშიმ" რომელიც. საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმყოფება.

კენიჩი ოჰაშის თქმით იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება.

სოფლის მეურნეობის სამინსიტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. მას თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი, აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSAში გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას "Red Bridge", რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვიენ ღვინის კომპანიას "შატო მუხრანს". ვიზიტი კახეთში გაგრძელდა და სტუმრებს საერთო ჯამში შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები