ეკონომიკა
10.05.17 20:00
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა.
ის შესახებ მან EBRD-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე, რისკების მართვის საკითხში ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ის პროექტები, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენი 4-პუნქტიანი განვითარების გეგმა და 4-წლიანი სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს ბანკს საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთი მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები 200-ზე მეტ პროექტში, 3 მილიარდზე მეტია.
მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები, ძირითადად, კერძო სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მხოლოდ გასულ წელს, ბანკმა 17 პროექტში, 250 მლნ-ის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, EBRD-ი ძალიან აქტიური იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც კერძო სექტორის განვითარების, ისე იმ რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„თქვენ იცით, რომ 2014 წელს, ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა, ახლახან კი პირველად, გამოვიდა EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარეობს, 11 მაისს, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ სპეციალური სესია გაიმართება, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი სიტყვით გამოვა.
წყარო: kvira.ge
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:2010.05.24
-
12:5910.05.24
-
12:3710.05.24
-
ანრი ოხანაშვილი: პატიმართა უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში
12:1510.05.24
-
11:5510.05.24
-
11:2510.05.24
-
სომხეთში დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს
11:0510.05.24
-
10:4010.05.24
-
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10:2010.05.24
-
უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
10:0110.05.24
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად დაითხოვა
18:0009.05.24
-
17:4009.05.24
-
17:2009.05.24
-
თავდაცვის მინისტრმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
17:0009.05.24
-
16:4009.05.24
-
16:1809.05.24
-
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
15:5409.05.24
-
საქართველომ და ბულგარეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
15:3209.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს
15:1009.05.24
-
ანა ფოტიგა - საუკეთესო დროა ივანიშვილის სანქცირებისთვის
14:4009.05.24
-
ილია დარჩიაშვილი - საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ აქვს
14:2009.05.24
-
შალვა პაპუაშვილმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
14:0009.05.24
-
13:4009.05.24
-
რატი ბრეგაძე - ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი
13:2009.05.24
-
13:0009.05.24
-
ვახტანგ გომელაური - არავისზე ძალადობა არ მომწონს
12:3709.05.24
-
აფხაზეთის სომხურმა სათვისტომომ მხარი დაუჭირა ტავუშელ რევანშისტებს ბაგრატ გალსტანიანის მეთაურობით
12:1509.05.24
-
მიხეილ სააკაშვილი - შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება
11:4909.05.24
-
ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციამ გაიმარჯვა
11:1809.05.24
-
10:5709.05.24
-
10:2609.05.24
-
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა
10:0009.05.24
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24