ეკონომიკა

„სამხრეთ-დასავლეთ" დერეფანს ბაქოში სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელები განიხილავენ

05.06.17 16:40


აზერბაიჯანის, პოლონეთის, უკრაინის, საქართველოსა და ირანის სარკინიგზო ხაზების ხელმძღვანელების თათბირი ბაქოში 18-19 ივნისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ განაცხადეს აზერბაიჯანისა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ვარშავაში.

ვარშავის შეხვედრის დროს „პოლონეთის რკინიგზის" სამმართველოს თავმჯდომარე კშიშტოფ მამინსკიმ მაღალი შეფასება მისცა აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო და რეგიონული პროექტების რეალიზაციის თვალსაზრისით გაწეულ სამუშაოს. მათ შორის, ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებისა და ორი ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის გამტკიცების კუთხით, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი" „აზერბაიჯანის რკინიგზის" განცხადებაზე დაყრდნობით.

„აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელმა ჯავიდ გურბანოვმა, თავის მხრივ, შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლებში აზერბაიჯანის სარკინიგზო სფეროში ჩატარებული რეფორმების შესახებ, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებისთვის რეალიზებულ ზომებზე, ასევე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც აზერბაიჯანის მონაწილეობით ხორციელდება.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანისა და პოლონეთის სარკინიგზო უწყებებს შორის კავშირების განვითარების პერსპექტივები, პარტნიორობა ტრანსკასპიის მარშრუტთან დაკავშირებით, ასევე შეიმუშავეს ღონისძიებების კომპლექსი ლოგისტიკური ამოცანების გადასაჭრელად.

მოლაპარაკებების მსვლელობისას ასევე აღინიშნა "სამხრეთ-დასავლეთის" მარშრუტის მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია ინდოეთი-სპარსეთის ყურე-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-ევროპის დერეფნით გადაზიდვების ოპტიმიზაციასა და დერეფნის მონაწილე ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები