ეკონომიკა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს

06.06.17 19:55


საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ენტონი დელანოი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა შესაძლოა, დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა, რომელიც აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს ერთხმად დაამტკიცა, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები