ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: ექვსი თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება

08.06.17 21:10


ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ვარაუდობს, რომ ბიუჯეტის შემოსულობების ექვსი თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდება.

ივნისში მოსალოდნელია 800 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის გეგმის სავარაუდო შესრულება 104%-ზე მეტს შეადგენს. 6 თვის გეგმა გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლებში, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ შემოსავლებში, ასევე, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტები წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩარიცხვა.

„2017 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის მიხედვით, შემოსულობები 11,457 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო ასიგნებები — 11,415 მლრდ ლარს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები