ეკონომიკა

იაპონური სააგენტო თბილისში რეგიონულ ოფისს გახსნის

12.06.17 16:40


იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პრეზიდენტი შინიჩი კატაოკა თბილისში ორგანიზაციის რეგიონულ ოფიის გახსნის.

კატაოკა ვიზიტით ეწვევა საქართველოს და პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შეხვდება. JICA-ს პრეზიდენტი იაპონელი ტყვეების მემორიალს ეწვევა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებსაც გაეცნობა.

იაპონური სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. JICA-ს დახმარებით ქვეყანაში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული.

ერთ-ერთი მათგანია მაგისტრალ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მშენებლობა, რომელმაც რეგიონი სავაჭრო, სატრანზიტო და ეკონომიკურ ცენტრად უნდა აქციოს. კატაოკას განზრახული აქვს დაათვალიეროს აღნიშნულ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებიც. საქართველომ და იაპონიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ქართულმა მხარემ დამატებითი ფინანსირება მიიღო 4,41 მლრდ იაპონური იენის (38,5 აშშ დოლარი) ოდენობით ზემოხსენებული მაგისტრალის მშენებლობისთვის.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები