საზოგადოება

სტუ-ის პროფესორების ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა

25.04.16 1:05


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების ნაწილმა შიმშილობა დროებით შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მათ აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირეს.

”მოხდა აქციის შეჩერება და არა შეწყვეტა. შიმშილობის შეწყვეტაც კი არ ხდება, ერთი მოშიშმილე რჩება”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით წიქარიშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საპროტესტო აქცია მე-13 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეებს 6 მოთოვნა აქვთ. ესენია: სტუ-ს რექტორის არჩილ ფრანგიშვილის გადადგომა, კანცლერის გადადგომა, აკადემიური საბჭოს დაშლა, სტუ-ში აუდიტის შესვლა და რეფერენდუმის ჩატარება იმის გასარკვევად, ვინ უჭერს და ვინ არა მხარს არჩილ ფრანგიშვილს.

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები