საზოგადოება

209 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

13.06.16 15:30


საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ 209 ოჯახს საცხოვრებელ ფართს მუდმივ საკუთრებაში გადასცემს, – როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე, მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფილია თითქმის 12 ათასი ოჯახი.

„ეს ჯამში უკვე 11 854 ოჯახია და ეს პროცესი გაგრძელდება. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ ადამიანებს სტაბილურად მუდმივი საცხოვრებელი ექნებათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 1027


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები