მსოფლიო

გერმანიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა

30.06.17 22:10


დოკუმენტს, მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, რომელიც მანამდე ერთნაირსქესიანთა ქორწინებების სრულუფლებიან აღიარებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, აზრი მას შემდეგ შეიცვალეს, რაც გერმანიის კანცლერმა 26 ივნისს განაცხადა, რომ მისი ფრაქციის დეპუტატებმა ამ საკითხზე კენჭისყრის დროს საკუთარი სინდისით უნდა იხელმძღვანელონ და არა საერთოპარტიული პოზიციით.

პროექტის წინააღმრდეგ მისცა ხმა ანგელა მერკელმა. „ჩემთვის ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია. ამიტომაც დღეს ხმა არ მიმიცია ამ კანონპროექტზე“, - განაცხადა ანგელა მერკელმა კენჭისყრის შემდეგ. ახლა კანონპროექტი გერმანიის პარლამენტის ზედა პალატამ - ბუნდესრატმა უნდა მოიწონოს.

გერმანიაში, ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2001 წლიდან ნებადართულია. თუმცა ასეთ ქორწინებებში მყოფ ადამიანთა უფლებები ნაწილობრივ შეზღუდულია, მაგალითად, მათ შვილის აყვანის უფლება არ აქვთ. 2001 წლიდან, გერმანიაში დაახლოებით 34 ათასი ერთნაირსქესიანთა ქორწინება გაფორმდა.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ „ბუნდესტაგის დღევანდელი გადაწყვეტილება მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის კომპონენტს შეჰმატებს გერმანიის საზოგადოების ცხოვრებას“.



წყარო : /www.presa.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები