ანალიტიკა

სომეხთა მტრობა ქათველების მიმართ და მე-12 „გენოციდური“ მოთხოვნა-ულტიმატუმი საქართველოს

04.07.17 17:30


ახლოვდება მორიგი „წლისთავი“1915 წელს განხორციელებული მითიური „სომხური გენოციდისა“. საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე–12 წელია, რაც მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 1915-23 წწ. სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით. მრავალრიცხოვანი მიმართვების და მიუხედავად საქართველოს პარლამენტი დღემდე იგნორირებს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან 6% მოქალაქეების ნებას.

„1915–1923 წლებში განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2 000 000-ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე. ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალ დანაშაულს“ უწოდებდნენ.

სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხი იყო განხილული 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1919 წლის სამშვიდობო კონფერენციის მუშაობის ფარგლებში მოწვეული იყო სამხედრო ტრიბუნალი, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და დამნაშავეების დადგენას. სამხედრო ტრიბუნალმა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დამნაშავედ სცნო და მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სომეხი ერის შელახული უფლებების აღდგენის დამადასტურებელია ასევე 1920 წ. სევრის ხელშეკრულება. სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948 წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“.

1993 წლის 11 ოქტომბერს ჩვენმა სახელმწიფომ, საქართველომ, ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23 წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოში მოქმედი სომხური სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით მოგიწოდებთ შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს, პატივი სცეთ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების ნებას და 1915-23 წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხის განხილვის ინიციატივით წარსდგეთ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე“, -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი სომხური სასულიერო და საერო ორგანიზაციები აწერენ ხელს.

რა შეიძლება აქ ითქვას?

თუკი მე-20-ე საუკუნეში ქართველმა ხალხმა ტანჯვა და ვაება გადაიტანა – ყველაფერი მხოლოდ «მოძმე და კეთილმოსურნე» სომეხთა დამსახურებაა.

როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა «გნჩაკ» და «დაშნაკცუტუნ» სამხრეთ კავკასიაში უსასტიკესი ტერორი გააჩაღეს სხვა ერების წარმომადგენელთა და რუსეთის იმპერიული ხელისუფლების მიმართ, ამ ტერორს ქართველი ერის საუკეთესო წარმომადგენლები შეეწირნენ. საკმარისია გავიხსენოთ დაშნაკი დრასტამატ კანაიანის (მომავალში ნაცისტი დამნაშავე) მიერ მოკლული ბაქოს გუბერნატორი მიხეილ ნაკაშიძე.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, სომეხმა ბანდიტებმა ნამდვილი გენოციდი მოუწყვეს მუსულმანურ მოსახლეობას და იმ დროს, სომხური ტერორისტული დაჯგუფებების მიერ თურქ და ქურთ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად, ათასობით ქართველი მუსულმანი-აჭარლები, ლაზები, იმერხეველები, შავშები-დახოცეს. ეს იყო საშინელი გენოციდის მხოლოდ ნაწილი, რომლის ორგანიზებაც სომეხმა ტერორისტებმა მოაწყვეს აღმოსავლეთ ანატოლიის მუსულმანური მოსახლეობის წინააღმდეგ და ამგვარად აპირებდნენ „დიადი სასომხეთისათვის“ ადგილების გათავისუფლებას.

ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხური მოსახლეობის ფრონტის მიმდებარე ხაზებიდან იძულებითმა დეპორტაციამ (რასაც სომეხი ნაციონალისტები „გენოციდს“ უწოდებენ) შესამჩნევად შეამცირა სომეხი ბოევიკებისაგან შევიწროვებული მუსულმანური მოსახლეობის რიცხვი და მისცა საშუალება თურქული არმიის ზურგში სომხური აჯანყებების ლოკალიზებისა,
მაგრამ ქართველებისა და აღორძინებული ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ პირველი მსოფლიო ომის დროს მიღებული სომეხთა მტრული სიურპრიზები ამით არ დასრულებულა.

სწორედ სომეხმა დაშნაკებმა გააჩაღეს 1918 წლის მიწურულს სომხურ-ქართული ომი, ცდილობდნენ რა ხელში ჩაეგდოთ ძირძველი ქართული მიწები, მაგრამ მაშინ ქართულმა არმიამ შეაჩერა და უკუაგდო ისინი.

1920 წელს თურქეთთან წაგებული ომის შემდეგ, სომხებმა თავადვე სთხოვეს ქართულ არმიას ლორე დაეკავებინათ, რათა დაშნაკელ ბანდიტებს იმ ტერიტორიებზე თავი შეეფარებინათ თურქების დამსახურებული შურისძიებისაგან.

არ გასულა სამი თვე, რომ სომხებმა «მადლიერებით» გადაუხადეს ქართველებს და ჯერ ლორეში და შემდეგ შულავერაში აჯანყება მოაწყვეს და წითელ არმიას უხმეს დასახმარებლად, რაც საბჭოური ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაციითა და ქართული სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციით დასრულდა.

სახრეთ კავკასიაში პირველად სწორედ სომხებმა დაიწყეს სეპარატიზმის გაღვივება, რომ არა სომეხი პროვოკატორები, არც აფხაზები და არც ოსები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ქართველების გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, არასოდეს წამოიწყებდნენ სეპარატისტულ მოძრაობას.

სსრკ დაშლის ეტაპზე სომეხ ნაციონალისტებს ესაჭიროებოდათ საზღვრების ჩაკეტვის პრეცედენტები სამხრეთ კავკასიაში, რათა შემდეგ მოეთხოვათ მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხეთისათვის მიერთება. საბოლოო ჯამში, სომხურმა ლობიმ აფხაზი და ოსი ნაციონალისტები არა მარტო წამოაგო სეპარატიზმის ანკესზე, არამედ სსრკ ხელისუფლება, და შემდეგ რუსეთიც, დაარწმუნა თავისი მხარდაჭერის, ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმის აუცილებლობაში.

სწორედ სომხეთის მთავრობამ, რომელიც საქართველოსაგან მოითხოვდა სომხეთის ტერიტორიის მოსამარაგებლად აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთზე კონტროლის საკუთარ თავზე აღებას, ეშმაკური მრავალსვლიანი თამაშით აფხაზეთის ომი გამოიწვია 1992-1993 წწ. სწორედ სეპარატისტების მხარეს მებრძოლი სომხები «გამოირჩეოდნენ» არნახული სისასტიკით, სწორედ მათ მოუწყვეს აფხაზეთის მშვიდობიან ქართველებს გენოციდი და სწორედ მათ შეასრულეს საკვანძო როლი 300 ათასზე მეტი ქართველის განდევნაში აფხაზეთიდან.

დღეს კი სასომხეთი წინააღმდეგია ქართველი დევნილების დაბრუნებისა აფხაზეთში, ისინი ამის წინააღმდეგ რეგულარულად გამოდიან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

სომეხთა მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ სომეხთა გენოციდის აღიარების მოთხოვნასთან დაკავშირებით ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანმა ელგუჯა ქავთარაძემ.

«მე თავადა ვარ სოხუმელი, ჩვენ, ქართველებმა, რუსებისა და სომხების მხრიდან ნამდვილი გენოციდი განვიცადეთ. იქნებ ვინმე ფიქრობს, რომ დაგვავიწყდა „ბაგრამიანის“ ბატალიონის როლი აფხაზეთიდან ქართველთა განდევნაში? ვფიქრობ, რომ სომხებს არ გააჩნიათ არანაირი მორალური უფლება, რომ მოითხოვონ «გენოციდი». დაე, ისტორიკოსებმა გაიხილონ 1915 წლის მოვლენები ოსმალეთის იმპერიაში, და არა პოლიტიკოსებმა», - განაცხადა ელგუჯა ქავთარაძემ.

სომხური ლობის დამსახურებით, მაშინაც, როცა აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გალის რაიონის მცირე რიცხოვან ქართულ მოსახლეობას პასპორტები დაურიგა, ეს პასპორტები ანულირებული იქნა, რის შედეგადაც ქართულ მოსახლეობას ელემენტარული ადამიანური უფლებები ჩამოართვეს საკუთარ მიწა-წყალზე. სწორედ სომხურმა ლობიმ დაახურინა შეგნებულად საკონტროლო-გამშვები პუნქტები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სურდა რა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, რათა უფრო დაემძიმებინა ქართველთა ისედაც გაუსაძლისი ყოფა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სომეხი ნაციონალისტები იმ ზომამდე გათავხედდნენ, რომ სრულიად უსაფუძვლოდ აცხადებენ პრეტენზიას 465 ქართულ ტაძარზე, ამასთანავე მათ ყველა ის ქართული ტაძარი მიითვისეს, რომელიც სასომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

ეს სია უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს. საქართველოსა და ქართველების მიმართ ამგვარი მტრული პოლიტიკის გატარების შემდეგ, სომხები კვლავ ბედავენ მოითხოვონ მითიური „გენოციდის“ აღიარება, ამასთანავე, მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ამან შესაძლოა მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან საქართველოს კეთილმეზობლური უარყოფითი გავლენა იქონიოს.

ეს არასოდეს მოხდება!

უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საკანონმდებლო დონეზე აუკრძალოს სომხებს საქართველოს ტერიტორიაზე თავისი „გენოციდური ღონისძიებების“ ჩატარება, ვინაიდან მათ მუდამ თან ახლავს ეროვნული, რასობრივი და რელიგიური განხეთქილებისაკენ ფარული მოწოდება, რაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სრულიად დაუშვებელია.


KavkazPlus

წაკითხულია : 613


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები