მსოფლიო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებას აზერბაიჯანის ორი მოქალაქის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

06.07.17 17:05


მსხვერპლით დასრულდა შეიარაღებული თავდასხმა ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლოში.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მსხვილკალიბრიანი იარაღებიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც 1967 წელს დაბადებული სახიბა გულიევა და მისი 2 წლის შვილიშვილი ზეჰრა გულიევა დაიღუპა.

ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი მოქალაქე, ხოლო სამოქალაქო ობიექტები დაზიანებულია.

შემთხვევის ადგილიდან უმძიმესი ფოტოები აზერბაიჯანულ პრესაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ ორი პიროვნების, მათ შორის ერთი ბავშვის ფიზიკური ლიკვიდაცია ადასტურებს, რომ სომხეთი ყველაფერზე მიდის.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ჰიქმეთ გაჯიევის განცხადებით, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები სისტემატიურ ხასიათს ატარებს.



წყარო : /www.newspress.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები