პოლიტიკა

"ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურს ისე მოირგოს ,,საარჩევნო კოდექსი", რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს"- გოცირიძე

24.07.17 18:05


ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურთ ისე მოირგოს ,,საარჩევნო კოდექსი", რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს.

,,დაწყებული კონსტიტუციით, დამთავრებული ეს სამი კანონი, რომელსაც პრეზიდენენტმა ვეტო დაადო, არის პირდაპირ კავშირში არჩევნებთან. აუარესებენ საარჩევნო კოდექსს, კრძალავენ პირდაპირი წესით ნებისმიერი თანამდებობის პირის არჩევას გარდა დეპუტატისა.

ხელისუფლება დარწმუნებულია თავის წარუმატებლობაში და სურთ, რომ ისე მოირგოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც მას გარკვეულ შანსებს მისცემს. ეს არის ძალადობა საზოგადოებაზე, კანონებზე. ყველა გადაწყვეტილება, რასაც ვიხილავთ, მიმართულია ერთადერთი მიზნისკენ - როგორმე შეინარჩუნონ ხელისუფლება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ასეთი რამ საქართველოში ძალიან დიდი ხანია არ მომხდარა. ,,საარჩევნო კოდექსში" გაყალბების მექანიზმებს დებენ”,- აღნიშნა გოცირიძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები