პოლიტიკა
15.06.16 18:25
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მისი ძმის – საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავჯდომარის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. როგორც კობახიძემ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, ბრალდება იმის შესახებ, რომ თედო კობახიძე ფულის გამოძალვაშია დამნაშავე, მისი და „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ემსახურება და გარკვეული ადამიანების მიერ განზრახ არის ინსცენირებული.
„თედო კობახიძე საკრებულოში ალბათ კარგად მუშაობს, კარგად აკეთებს მის საქმეს. ვიღაცას კი ეს არ მოსწონს. ვიტყოდი, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც ჯერ ელისაშვილმა დაიწყო და შემდეგ სხვადასხვა პერსონაჟებიც გამოჩნდნენ. მე მაშინაც ვთქვი, ველოდები, რომ 8 ოქტომბრამდე ასეთი არაერთი პერსონაჟი იქნება, რომელიც სხვადასხვა გზებით და ცილისწამებით ჩემს დისკრედიტაციას შეეცდება-თქო, პირველ რიგში „ქართული ოცნების“ და რა თქმა უნდა, ჩვენიც.
ეს ადამიანი ტელეეკრანებზე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მე პრაქტიკულად სამართალდამცავ ორგანოებს მივმართე მის მიმართ განხორციელებეული გამოძალვის ფაქტის გამო. ამასთან მიმართებაში მტკიცებულებებიც არსებობს, რომლებიც მე წარდგენილი მაქვს და გამოძიება დაწყებულია. სწორედ ამ ფაქტიდან ორი კვირის შემდეგ ასეთი სიუჟეტი მომზადდა. თუმცა მარტივი შეკითხვა ისმის, თუ ადამიანის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე ტიპის გამოძალვას, როგორც ის ამბობს და ეს დაახლოებით 1 წლის წინ ხდებოდა, რატომ დუმს ეს ადამიანი და რატომ არ მიმართავს პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს და რისთვის ინახავს ამ ე.წ. კომპრომატებს, რისთვის სჭირდება და რატომ აქტიურდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ბადრი ჯავახიშვილი, რომელიც თედო კობახიძის კლასელია, მასაც სთოვდა 5 ათასი ლარის ოდენობის თანხას. კობახიძის განცხადებით, ჯავახიშვილმა საქმის სააშკარაოზე გამოტანა მას შემდეგ მოინდომა, რაც კობახიძემ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა.
„ვერ გავიგე რას მოითხოვდა ჩემგან. მე ვუთხარი, რომ თუ დანაშაული აქვს ჩადენილი ჩემი ოჯახი წევრს ან ჩემს შვილს, მე არასდროს დავინდობდი და არ დავაფარებდი მას ხელს. თუ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ის აუცილებლად პასუხს აგებდა, რაც ბუნებაში არ არსებობს და არ მომხდარა, მაგრამ თუ შენ ხარ გამომძალველი, აუცილებლად შენც დაისჯები-მეთქი. რისთვის ითხოვდა ამ ხუთი ათას ლარს და რატომ ითხოვდა ჩემგან, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს გამოძიებამ, იმიტომ რომ თუ ის დააზარალა თედო კობახიძემ, მას უნდა მიემართა პროკურატურისთვის ერთი წლის წინ, რომ გარკვეულიყო ეს იყო ვალი, სესხი თუ გამოძალვა, მაგრამ ერთი წელი ამას არ ასაჯაროებდა. არსებობს უამრავი მიმოწერა, როგორ მილოცავდა დღესასწაულებს, როგორ კითხულობდა ჩვენი ოჯახის ამბავს, გამორიცხულია, თუ ადამიანი გთვლის დამნაშავედ, გამომძალველად, პერიოდულად გილოცავდეს დღესასწაულებს. მერე უცებ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ფურცლებს აფრიალებს, რომელიც არაფერ კავშირში არ არის. ეს არის მიზანმიმართული, კარგად დადგმული სცენარი კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომლებიც გამოძიების ობიექტები უნდა იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 649
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24