პოლიტიკა

ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები საქართველოს მხარს უჭერენ

15.06.16 20:05


ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს პარტნიორები ოფიციალური თბილისის პოზიციას იზიარებენ, რომელიც გიგა ოთხოზორიას მკვლელი „მესაზღვრის“ დაპატიმრებასა და საქართველოსთვის გადაცემას მოითხოვს, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე ასევე დააყენებს ცხინვალის რეგიონში ეკლიანი მავთულების გავლებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ახალი ბანერების დამონტაჟების საკითხს სოფელ ავლევში.

გარდა ამისა, საუბარი შეეხება ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც მათთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაში გამოიხატება.

ოფიციალური თბილისი ასევე მოითხოვს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

ჟენევის დისკუსიების მორიგი, 36–ე რაუნდი სამშაბათს დაიწყო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები