მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებისთვის არასამიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა

21.08.17 21:00


რუსეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის არასამიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზების გაცემის პროცედურა მთელი რუსეთის მასშტაბით 23 აგვისტოს შეწყდება და პირველ სექტემბერს აღდგება. პირველი სექტემბრიდან აშშ-ის არასაიმიგრაციო ვიზის აღება მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოში იქნება შესაძლებელი. თუმცა, რუსეთში მდებარე საკონსულოებში აშშ-ის ვიზების გაცემა გაუსაზღვრელი ვადით შეწყდება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია საუბარი, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების შესახებ.

„ვიზების გაცემა განახლდება, თუმცა საგრძნობლად შემცირდება მათი რაოდენობა“ - ნათქვამია განცხადებაში.

იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე შეავსეს აპლიკაციები აშშ-ის ვიზის მოთხოვნასთან დაკავშირებით და გასაუბრებას ელოდებიან, ინფორმაციას მიაწვდიან, რა სახით ჩატარდევა ინტერვიუ.

ივლისის ბოლოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განცხადა, რომ შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციების საფუძველზე მიიღო. სიაში როგორც დიპლომატები, ასევე ტექნიკური პერსონალი მოხვდნენ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები