ანალიტიკა

როგორ გასომხდნენ თურქ-ყივჩაღები ქართული ქალაქ ანისიდან

05.09.17 15:10


რუსული ჟურნალის „თანამედროვე მეცნიერება: თეორიისა და პრაქტიკის აქტუალური პრობლემები“ 2016 წლის მე-9 ნომერში, სერიაში «ჰუმანიტარული მეცნიერებები» დაიბეჭდა ცნობილი დონის როსტოველი რუსი მკვლევარის, მხარეთმცოდნის, ედუარდ ვართანოვის სტატია სათაურით «სომეხ-ყივჩაღთა ხელახალი დაქვემდებარება ეჩმეაძინისათის და მათი იძულებითი დეეთნიზაცია».

ედუარდ ვართანოვი უკვე მრავალი წელიწადია სწავლობს სომეხ-ყივჩაღთა მემკვიდრეობას და მათი დეეთნიზაციის, ანუ ეთნიკურ სომხებად იძულებით მოქცევის პროცესს. მისი გამოკვლევები, რომელიც ეძღვნება სომხურ-ყივჩაღურ ეთნოსს, დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ პოლონეთის, უკრაინის, ყირიმისა და სონის სომხები არ არიან ჰაის წარმოშობის ხალხი, არამედ ტიპიური თურქები გახლავთ.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ამ ქვეეთნოსისათვის მშობლიურია არა სომხური ჰაის ენა, არამედ სომხურ-ყივჩაღური, რომელიც თურქული ენების ყივჩაღურ-პოლოვოციურ ქვეჯგუფს მიეკუთვნება.

სომხურ-ყივჩაღურ ერმენილერის ენაზე მოსაუბრე „სომხები“ სამნაირად აღნიშნავდნენ ამ ენას: ხიპჩახ ანუ“ყივჩაღური ენა“, ბიზიმ ტილ-„ჩვენი ენა“ (კერძოდ, სომხურის საპირისპიროდ) და ტატარჩა «თათრულად». სომხურ-გრეგორიანული ქრისტიანობის აღმსარებელი ყივჩაღურენოვანი სომხების წერილობითი ძეგლებიდან ირკვევა, რომ ისინი დიდ კოლონიებად ცხოვრობდნენ კამენეც-პოდოლსკში, ლვოვში, ლუცკში, მოგილეწო-პოდოლსკში, სუჩავაში, ზამოსტიეში, იასსახში, აკერმანსა და სხვა უკრაინულ, პოლონურ, რუმინეთისა და მოლდავეთის ქალაქებში.

ეპიგრაფიული ძეგლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ XII—XIII საუკუნეებში სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ასევე ცხოვრობდნენ ყივჩაღები, რომლებმაც მიიღეს მონოფიზიტობა. არიჩის სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ერთ-ერთი მომნასტერი, რომელიც აგებულია XII—XIII საუკუნეებში, სასომხეთის რესპუბლიკის შირაქის მხარის არტიკის რაიონში, ატარებს ხპჰახავანკის „ყივჩაღური მონასტრის“ სახელწოდებას.

თავის კვლევებში ედუარდ ვართანოვი ლოგიკურად უკავშირებდა ამჟამინდელი სასომხეთის რესპუბლიკის შირაქელი და ანის შემოგარენიდან ყივჩაღებს უკრაინელ, რუს, პოლონელ სომეხ-ყივჩაღებს და აღნიშნავდა, რომ მონოფიზიტი ანუ გრეგორიანი ანიელი ყივჩაღების გადასახლება ჩრდილოეთით მოხდა XIII საუკუნეში ჩინგიზიდების უძლეველი სამეფოს-ოქროს ურდოს გაჩერების დროს შავი ზღვისპირეთის, დონის, პოწოლვიესა და ყირიმის სტეპებში.

შემდგომში კი უკვე განხორციელდა ძალადობრივი დეეთნიზაცია და არმენიზაცია მონოფიზიტი ყiვჩაღებისა, რაც უკავშირდებოდა მათ დაქვემდებარებას ეჩმეაძინის საეკლესიო ორგანიზაციისათვის.

მიუხედავად ამისა, ედუარდ ვართანოვის მიმართ ოპონენტებს კითხვები მაინც უჩნდებათ და არა მხოლოდ სომხურ გარემოში.

საქმე იმაშია, რომ მრავალი მკვლევარისათვის, რომელთაც მშვენივრად უწყიან თურქების დამოკიდებულება სომხების მიმართ შუა საუკუნეებსა და მე-18-19 საუკუნეებში, გაუგებარია, თუ როგორ შეეძლო მებრძოლ თურქულ ერს-ყივჩაღებს მიეღოთ იმ ეთნოსის აღმსარებლობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ასოცირდებოდა ვაჭრობასთან, ხოლო ვაჭრები კი თურქულ გარემოში, მებრძოლთაგან განსხვავებით, საზოგადოებაში მაღალ ადგილს ვერ იკავებდნენ.

ხალხი, რომელიც ასე მსჯელობს, ვერ აცნობიერებს, რომ მე-12-13 საუკუნეების ეთნო-რელიგიურ კატეგორიებთან მიმართებაში უფრო გვიანი კატეგორიების გამოყენება დაუშვებელია.

თურქ-ყივჩაღები, იმათი ჩათვლით, რომლებიც დავით აღმაშენებელმა სამხრეთ კავკასიაში ჩამოასახლა, გადამწყვეტი როლი ითამაშეს თურქ-ოგუზებისაგან (თურქ-სელჩუკებისაგან) თბილისისა და ანისის განთავისუფლებაში, ანისი კი იქცა ქართულ-თურქულ ქალაქად, აქ ყივჩაღთა ჩამოსახლების შემდეგ.

ჩამოყალიბდა ქართული მართლმადიდებლური ანისის ეპარქია, აგებულ იქნა ქართული ეკლესიები-რომელთა ნანგრევებს დღესაც დიდი რუდუნებით პატრონობს თურქეთის ხელისუფლება (სხვათა შორის, ანისის მდებარეობის ფაქტი თურქეთის ტერიტორიაზე, შეუძლებელს ხდის სომეხი გამყალბებლებისათვის იქაური ეკლესიები სომხურად გადააკეთონ)

მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა ჩასახლება ანისში უმნიშვნელო გახლდათ, შირაქის მაღალმთიანი რაიონები საცხოვრებლად უჩვეულო იყო ქართველებისათვის, რომლებიც სხვა ბუნებრივ პირობებს იყვნენ მიჩვეულნი, შესაბამისად ქართველთა მეფემ, დავით აღმაშენებელმა იქ ყივჩაღები ჩაასახლა, რომელთათვის სტეპები ჩვეულ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენდა.

იმ დროისათვის ყივჩაღებს არ გააჩნდათ მკვეთრად განსაზღვრული რელიგიური იდენტურობა.

ტრადიციულ თურქულ რელიგიასთან (თენგრიანობასთან) ერთად, სამხრეთ კავკასიაში გადასახლების მომენტისათვის, ყივჩაღთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანობას მისდევდა, როგორც მართლმადიდებლურს, ასევე მონოფიზიტურსა და ნესტორიანულს (რომელიც გავრცელებული იყო თურქულ სამყაროში).

გადასახლდნენ რა სამხრეთ კავკასიაში, ყივჩაღები შეეჯახნენ მუსულმანურ თურქულ მოსახლეობას - თურქ-ოგუზების შთამომავლებს, ასევე მართლმადიდებელ ქართველ ქრისტიანებს და ქრისტიან-მონოფიზიტ ალბანელებს, რომლებიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყვნენ გასომხებულნი.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მენტალობით უძველესი და შუა საუკუნეების ალბანელები არც ისე განსხვავდებოდნენ თურქებისაგან. ისინიც მებრძოლი ხალხი იყო. ამის დასტურია ის, რომ ალბანური სოფლების მაცხოვრებელნი, რომელთაც შეინარჩუნეს უძველესი ეთნიკური კომპონენტი არმენიზაციის შემდგომ, შეინარჩუნეს ხასიათი და თვისებებიც, რომლებიც სულაც არ ახასიათებდა ჰაის ერს.

მაგალითად, უძველესმა ალბანელებმა (ანუ თურქ-ალბანელები – სახელწოდების მიხედვით) ჰარდოხლუს არმენიზებული სოფლიდან აზერბაიჯანის შამქორის რაიონში ისტორიას შვიდი გენერალი და ორი მარშალი მისცა, მარშალი ბაგრამიანის ჩათვლით, რომელიც სისხლით, მისი თანამემამულეების მსგავსად, სულაც არ არის სომეხი, არამედ გასომხებული ალბანელია.

თვითონ ადგილს, სადაც სოფელი ჰარდოხლუა განთავსებული, სომხები მიაკუთვნებენ „უტიკის მხარეს“, ანუ კავკასიელი ალბანელების შთამომავლების, უდინების მიწას. არა ასიმილირებული უდინები დღესაც ცხოვრობენ აზერბაიჯანში.

ამგვარად, თურქ-ყივჩაღები სამხრეთ კავკასიაში ჩამოსახლების შემდეგ რელიგიური თვალსაზრისით ნელნელა დაიყვნენ. ზოგიერთმა მათგანმა მიიღო მართლმადიდებლობა და შეერია ქართულ მოსახლეობას. სხვებმა ისლამი აღიარეს და მათ შთამომავლებს გარკვეულწილად აზერბაიჯანელები წარმოადგენენ, განსაკუთრებით ბორჩალოელები.

მოგვიანებით ისლამი აღიარა ქართველ ყივჩაღთა ნაწილმაც და მათი ხელახალი გათურქების შედეგად წარმოიშვა ისეთი ქვეეთნოსი, როგორიცაა თურქი-მესხები.

და ბოლოს, ყივჩაღთა ნაწილი, რომელიც ქრისტიანულ მონოფიზიტობას მისდევდა სამხრეთ კავკასიაში გადმოსახლებამდე, იქცა ამჟამინდელი სასომხეთის რესპუბლიკისა და ყარაბაღის ავტოკეფალური ალბანური ეკლესიის მრევლად, რომელთაც აქ საკმაოდ მყარი პოზიციები ჰქონდათ. მოგვიანებით ალბანური ეკლესია მეთოდურად მიითვისეს სომხებმა.

მონღოლთა შემოსევების დროს, ყივჩაღები, მონოფიზიტობის აღმსარებელთა ჩათვლით, ინარჩუნებდნენ საკუთარ თვითმყოფადობას, მეომარ სულსა და დონისა და პოწოლჯიის სტეპებში ცხოვრების წესს. ჩინგიზიდების იმპერიაში თავდაპირველად დომინირებდა ქრისტიანების მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება, ამასთან ქრისტიანებს ზოგიერთი მმართველი ხანი გაცილებით უკეთ ეპყრობოდა, ვიდრე მუსულმანებს.

ქრისტიანებისადმი განსაკუთრებული ლმობიერებით გამოირჩეოდა ოქროს ურდოელი ულუს ჯუჩი. ეს შემთხვევითი არც იყო, ვინაიდან მაშინ ოქროს ურდოს შეუერთდა რუსული მართლმადიდებლური ქრისტიანული ხალხით ჩასახლებული მიწები. ამიტომ ანისელი ქრისტიანული მონოფიზიტი ყივჩაღების გადასახლებაში რაქიდან ოქროს ურდოს ტერიტორიებზე, ყირიმში, დონსა და ვოლგისპირეთის სტეპებში, რომელთა შესახებ მოგონებანი ყივჩაღთა ქვეცნობიერ მეხსიერებას შემორჩა, არაფერია გასაკვირი.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იგივე ედუარდ ვართანოვი ისტორიულად სავსებით ობიექტურად აშუქებს იმ საკითხს, რომ ჩინგიზიდების იმპერია დაუპირისპირდა ძლევამოსილ ისალამურ სახელმწიფოს, რომლის ძირითად საომარ ძალას ყივჩაღი-მუსულმანები - ეგვიპტელ მამელუქთა სასულთნოს - წარმოადგენდნენ. ამასთან ყივჩაღებს შორის მონღოლურ-მამელუქთა ომების დროს განხეთქილება მოხდა.ყივჩაღი-მუსულმანები იხრებოდნენ ეგვიპტელი სულთნებისაკენ, ხოლო ყივჩაღი-ქრისტიანები,ისევე როგორც ქართველები-მონღოლი ხანებისაკენ. ეს ფაქტი ასევე ცნობილია ისტორიკოსებისათვის.

ედუარდ ვართანოვის კვლევა პირწმინდად აცამტვერებს «ოფიციალურ სომხურ ვერსიას» იმის შესახებ,რომ ანისიდან სომხების გადასახლება დონში, ყირიმსა და ვოლგისპირეთში გახლავთ შედეგი «ანისის თურქ-სელჩუკთა მიერ განადგურებისა» 1064 წ. თითქოს ველური თურქების მიერ აოხრებული ანისის დატოვების შემდეგ „საცოდავი და მაღალკულტურული სომხები“ ორი ასწლეულის განმავლობაში უმისამართოდ დაეხეტებოდნენ ოქროს ურდოს წარმოქმნამდე ვოლგისპირეთსა და შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე, სადაც დასახლდნენ კიდეც.

ისტორიულად კი ცნობილია, რომ 1024წ. ანისი საქართველოს სამეფოს მიუერთდა და „თურქ-სელჩუკთაგან“ დაზარალებულ ანისელ სომხებს არავინ აიძულებდა მოგზაურობას მთელ მსოფლიოში, პირიქით საუკუნე ნახევრის შემდეგ ისინი დაუბრუნდნენ ამ ქალაქს და სელჩუკების მხრიდან ქალაქის დარბევა არც კი გახსენებიათ, ზუსტად ისევე როგორც მოსკოველებს არ გახსენებიათ სსრკ პერიოდში ნაპოლეონის მხრიდან ამ ქალაქის სასტიკი დარბევა 1812 წ. რომ არა სასკოლო ისტორიის სახელმძღვანელოებიდან მიღებული ცნობები.

ზოგადად ოფიციალური სომხური ვერსია იმის შესახებ, რომ XIII საუკუნეში «ანისელი სომხების» ვოლგისპირეთში ჩამოსახლებისას მათ ახსოვდათ ანისის XI საუკუნეში დარბევის შესახებ ისეთივე სისულელეა, როგორც ამერიკაში რომ ჩავიდეს ხალხი და მოითხოვოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავშესაფარი მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ისინი ნაპოლეონის მიერ დარბეული მოსკოვის მაცხოვრებელთა შთამომავლები არიან! ამგვარი შემთხვევა ანეგდოტურიც კი არის, მაგრამ რატომღაც სომეხი ისტორიკოსები ანისელ სომხებთან მიმართებაში ამგვარ ამბავს სულაც არ მიიჩნევენ ანეგდოტად.

ის სომხები რომლებიც ანისში 1064 წ-მდე ცხოვრობდნენ იქ არც მას შემდეგ დაბრუნებულან რაც ანისი ქართულ ქალაქად იქცა. ანისში მართლმადიდებელ ქართველებთან და ყივჩაღებთან ერთად ალბანელი ქრისტიანებიც დასახლდნენ (საინტერესოა რომ 1024 წელს დავით აღმაშენებელმა ყივჩაღთა დახმარებით შირვანი თავისი მრავალრიცხოვანი ალბანური მოსახლეობით საქართველოს სამეფოს დაუქვემდებარა) და მონოფიზიტი ყივჩაღები.

ყივჩაღი-მონოფიზიტები რომელთაც საკუთარი ენა და ყივჩაღური თვითშეგნება შეინარჩუნეს, ანისიდან და მისი შემოგარენიდან XIII საუკუნეში ოქროს ურდოს ტერიტორიებზე მაშინ დასახლდნენ, როდესაც იქაური ხანები ქრისტიანებისადმი შემწყნარებლობით გამოირჩეოდნენ.

ანისი კი დაიცალა და 1319 წლის მიწისძვრის შედეგად სრულიად დაინგრა.

ცხადია, XI—XIII საუკუნეების მონოფიზიტ-ყივჩაღთა ისტორია საჭიროებს დამატებით შესწავლას, თუმცა ედუარდ ვართანოვის მიერ შემოთავაზებული ამ ქვეეთნოსის ისტორია ნამდვილად არ შეიცავს ისეთ ისტორიულ წინააღმდეგობებსა და შეუსამაბომებს რომელიც როგორც წესი ახასიათებს ხოლმე სომხურ-ყივჩაღური წარმომავლობის შესახებ „ოფიციალურ სომხურ ვერსიას“.




KavkazPlus

წაკითხულია : 559


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები