პოლიტიკა

საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება

25.09.17 14:00


საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები - განხილვის ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარჯიტ სინგ საჯანთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა ტორონტოში, კანადის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისში შედგა.

ლევან იზორიამ კოლეგას კანადის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კანადის მხრიდან ყურადღება გამახვილდარეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.

შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშორმლობის გაღრმავება და გაძლიერება. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოშიმოვლინებაზე. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშორმლობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიკანადური ხომალდის შემოსვლაც.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად ჩავიდა. ტორონტოში გამართული შეხვედრისას ლევან იზორიამ კანადელ კოლეგას საერთაშორისო თამაშების გახსნის ცერემონიალზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები