პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისათვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა

25.09.17 20:10


ახალი ამბავი არ არის, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისათვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების „თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

”პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიას ჯერ კიდევ მაშინ გაემიჯნა, როცა კომისია შექმნილი არ იყო. პოლიტიკური ოპონონტები დღეს მთავარ საკითხად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აყენებენ. თუმცა, მათ საკონსტიტუციო კომისია მაშინ დატოვეს, როცა შემუშავებული პროექტით პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის იყო გათვალისწინებული.

ამას პოლიტიკური აფიორა ჰქვია. დღეს იგივე კურსს აგრძელებენ და ცდილობენ საკონსტიტუციო რეფორმას ჩრდილი მიაყენონ”, - განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

დეპუტატის შეფასებით, ვენეციის კომისიამ საკუთარი დასკვნით ყველაფერს წერტილი დაუსვა, როცა თქვა, რომ კონსტიტუციური რეფორმა არის პროგრესული და ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები