საზოგადოება

ბათუმის ცენტრში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა

21.06.16 17:00


გრანდიოზული პროექტის Check in Georgia ფარგლებში ბათუმის ბულვარში „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნა, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
„სოფლის“ ტერიტორიაზე, სპეციალურად დადგმულ სახლებში მსურველებს შეუძლიათ დააგემოვნონ და სურვილისამებრ შეიძინონ ქართული ღვინო, ყველი, ჩაი, ჩურჩხელა.

ასევე შესაძლებელია ხალხური რეწვის ნიმუშების, ტყავის, კერამიკის ან ხისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთების შეძენა.

„სოფელი“ სტუმრებს ყოველდღე, 10 სექტემბრის ჩათვლით, საღამოს 6 საათიდან მიიღებს.

პროექტი Check in Georgia საქართველოს მთავრობის პროექტია, რომლის მიზანსაც ქვეყნის პოპულარიზების გაზრდა წარმოადგენს. მის ფარგლებში საქართველოში კონცერტები უკვე გამართეს ეროს რამაზოტიმ, რობი უილიამსმა, ჯგუფმა Maroon 5 და ხოსე კარერასმა.

პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მუსიკალური და თეატრალური ფესტივალი, გამოფენა თუ კონცერტი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები